თამო კეშელავა: გამოვლენ ახლა და ან დამხრჩვალ ბავშვს დააბრალებენ დახრჩობას, ან რა უნდოდა პარკშიო, იტყვიან, ან არ ყოფილა ეგრეო, მისი თანატოლები იტყუებიანო

“16 წლის ბავშვი პარკში, ღია თხრილში დაიხრჩო და ამ ამბავს მალავდნენ 4 დღე.
თუ არ მალავდნენ, ან –ს განცხადება სადაა, და ან მერიის სამძიმარი მაინც, თუ განცხადება არა?
ან პარკში, სადაც გავლა უნდა იყოს უსაფრთხო, როგორ გაჩნდა ღია თხრილი?
ან, 30 წუთი როგორ ვერ მიეთრა შესაბამისი სამსახური?
ან, პარკის დაცვა სად იყო?
და 16 წლის ბავშვის ამოყვანას ცდილოდნენ თანატოლები, პრაქტიკულად, მათ თვალწინ დაიხრჩო და გაიგუდა მათი მეგობარი და ესენი დამალვას ცდილობდნენ ამბის.
რა უბედური შემთხვევა, რა ინფოც გავრცელდა, მაგ ინ, ეგ მკვლელობაა, ან სამსახურეობრივი გულგრილობით გამოწვეული, ან ბევრად მძიმე.
გამოვლენ ახლა და ან დამხრჩვალ ბავშვს დააბრალებენ დახრჩობას, ან რა უნდოდა პარკშიო, იტყვიან, ან არ ყოფილა ეგრეო, მისი თანატოლები იტყუებიანო, იმიტომ რომ მეოთხე დღეა უკვე და არავინ იცის, დანაშაულის ადგილი საერთოდ თუ შეისწავლეს, რამდენად ობიექტურად შეისწავლეს და რა გააფუჭეს.
დანა გააფუჭეს ამ კრიმინალებმა ხორავას საქმიდან და…
ვაკის პარკში მარიტას მკვლელობის საქმე როგორ დასრულდა და ვისზე გადაყდა ჯოხი, გვახსოვს…
კი, ისიც მკვლელობა იყო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.