: ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს.

ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა.

მსგავსი ქმედებები და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

ეს მეგობრობა არაა.

ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ, თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც კენჭი 29 იანვარს ეყრება, საუბარია ქართულ ოცნებისადმი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. ამას გარდა, ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს