– საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა გახდეს

დამდგარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უფასო უნდა გახდეს – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე წერს.
„მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ტალინში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის უფასო. ბევრგან ტრანსპორტი უფასო ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უნდა, გაძვირებული ცხოვრების გამო, ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოს. დამდგარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო. ამით ასეულობით ლარს დავუტოვებთ ჯიბეში ადამიანებს და მივცემთ საშუალებას, ეს ფული დახარჯონ საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში”, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში