დიმიტრი პესკოვი – საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არა, სერბეთის ხელისუფლებას არ მოუმართავს. სერბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, სერბეთთან მეგობრობას აფასებს.
„სერბეთი ჩვენთვის ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაკავშირებს, ჩვენს მეგობრობას ვაფასებთ და ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჩვენს სერბ ძმებს პრობლემების სწრაფად მოგვარებას ვუსურვებთ, რათა მშვიდ განვითარებას დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!