მიიღეთ ეს, როგორც სიმბოლური ნაბიჯი წინ – ევროპისგან, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი თქვენს ხელშია – სლოვენიის პრემიერი

მიიღეთ ეს, როგორც სიმბოლური ნაბიჯი წინ – ევროპისგან, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი თქვენს ხელშია, – გულმოდგინედ და მონდომებით უნდა იმუშაოთ, რათა ყველა საჭირო რეფორმა განახორციელოთ, – სლოვენიის პრემიერი რობერტ გოლობი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
“თუ თქვენს ნაწილს შეასრულებთ, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამაში გამოგყვებათ. “დედლაინები” არ არსებობს, ზოგჯერ ამას დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ, პროცესები სწრაფად მიდის. მჯერა, რომ, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ საკითხები ჩქარდება, როგორც ეს ბოლო 10 წელიწადში მოხდა და ახლა თქვენზეა, როგორ გამოიყენებთ ამ მოცემულობას,” – აცხადებს სლოვენიის პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ