ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

მომღერალმა, გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან ambebi.ge-სთან ისაუბრა.
ნინი ბადურაშვილი თქმით, ახლა სიმღერისთვის უფრო მეტი დრო დარჩება ვიდრე აქამდე. კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ტელევიზიის დატოვების მიზეზს პოლიტიკას, მომღერალი ასე პასუხობს : „ამას ჩემთვის დავიტოვებ“.
„ამას ჩემთვის დავიტოვებ. ბევრი კარგი რამ გადამხდა იქ და მიყვარს ეს ტელევიზია. მხოლოდ “პრაიმშოუ“ არა, მანამდე სხვა პროექტებიც იყო, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 20 წლის მივედი პირველად ამ არხზე. უბრალოდ, ახლა ასეთი გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.
ნინი ბადურაშვილს ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია.
შეგახსენებთ, ნინი ბადურაშვილამდე ტელეკომპანია მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მიზეზები არც მას დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში