ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივიდნენ, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ

მიხეილ მესხის სტადიონზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ისინი გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.

ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი. „მშიშარა მშიშარა“, – ასე მიმართავენ ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს ს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას