“დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი” | გახარია

“დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა”, – განაცხადა გახარიამ. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]