მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. იცით, პირველი გადაწყვეტილება როდესაც იყო მიღებული უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, რადგან იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მიღებული. თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს იმის სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროპული მომავალი ჰქვია. ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ გზაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში, იმ გადასადგმელ ნაბიჯებში, რომელიც აუცილებელი იყო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ეს პროცესი გაგრძელდება. […]
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურება და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ჰქვია. მიუხედავად უამრავი ხელის შეშლისა, მიუხედავად უამრავი წინაღობებისა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო სტატუსი.