,,ეცდებით მაგისტრალების გადაკეტვას და დაახლოებით 500 კაცი მიუსხდებით იმ ე.წ თქვენ სინდისის 52 პატიმარს გვერდით” – ნიკოლოზ მეტრეველი

მამუკა მდინარაძის შემდეგ, ხატია დეკანოიძის სტატუსს ,,დაიტოვეში”, ეხმაურება „იმედი ჰოლდინგის“ პოლიტიკურ-ანალიტიკურ მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მეტრეველი და სოციალურ ქსელში წერს:
,,მე, არ ვიცი სერბეთში რა მოხდა, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ აქ რა მოხდება: ეცდებით მაგისტრალების გადაკეტვას და დაახლოებით 500 კაცი მიუსხდებით იმ ე.წ თქვენ სინდისის 52 პატიმარს გვერდით და გახდებით 552 რიგითი პატიმარი. მაგით მორჩება ეგ ამბავი.
არც სალომეა კიდევ პრეზიდენტი, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით.“

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურებს ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ – ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა, მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში, პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს

ივანე ჩხაიძე – შემთხვევებს შორის 70% გრიპის ვირუსია, საიდანაც წამყვანია ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი – ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი უკვე იყო, კლინიკებს ყველაზე მაღალი რიცხვისთვის ჯერ არ მიუღწევიათ