რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის “მტერი” უწოდა

სლოვაკეთს სურს, გააგრძელოს ს გაზის შესყიდვა და უკრაინისგან მოითხოვს, თავის ტერიტორიაზე გაატაროს ის. ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა 28 იანვარს. ის კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის გეგმებს, დახმარება აღმოუჩინოს კიევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფიცოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ს განცხადება, რომ მზადაა თავის ტერიტორიაზე ევროპისკენ გაატაროს აზერბაიჯანის გაზი, ფანდია საპასუხო ზომების თავიდან ასაცილებლად. თავად ზელენსკის მან მტერი უწოდა. სლოვაკეთის ოპოზიციამ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის გავლით დასავლეთისკენ გაზის ტრანზიტი ახლახან შეწყდა მას შედეგ, რაც ვადა გაუვიდა შესაბამის კონტრაქტს რუსეთის კომპანია „გაზპრომსა“ და უკრაინის „ნაფტოჰაზს“ შორის.
ფიცომ ადრე უკვე გააკრიტიკა ზელენსკი და დაიმუქრა, რომ ელექტროენერგიით მომარაგებას შეუწყვეტს უკრაინას, დახმარებას შეუმცირებს უკრაინელ ლტოლვილებს და ვეტოს დაადებს უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას.
ორშაბათს ფიცომ მოიწონა ევროპის კომისიის განცხადება, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს გაზის ტრანზიტის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებს და მასში უნგრეთსა და სლოვაკეთსაც ჩართავს. დოკუმენტის თანახმად, მესამე ქვეყნებმა უნდა აღიარონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთლიანობა ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხია.
„ჩვენი მტერი ზელენსკია. პრობლემა, რომლის წინაშეც ვართ, ზელენსკიმ გამოიწვია. არ მომწონს ის, ვინაიდან ის სლოვაკეთს ზიანს აყენებს,“ თქვა ფიცომ სამშაბათს სლოვაკეთის პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას.
გასულ კვირაში შვეიცარიის კურორტ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან და ალიევმა განიხილეს უკრაინის გავლით აზერბაიჯანის ნავთობის ევროპისკენ ტრანსპორტირების პერსპექტივები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა