მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ, ბნელი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეხვდა „ბათუმელებს”, „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელსაც ციხეში 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, – წერს მარდისალუ-კაჰარი.