შალვა პაპუაშვილი – ოფიციალური ვიზიტის დროს, თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა – უბრალოდ ეს არ ეკადრება ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ

ოფიციალური ვიზიტის დროს, თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა. მინდა, ვთქვა, რამდენად არაევროპული, მათ შორის, რამდენად მდაბალი საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს არ ეკადრება.
„უბრალოდ, ეს არ ეკადრება ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ. როცა, განსაკუთრებით, გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში, შარშან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში. ვისი სქემები იყო „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ტელევიზიების მფლობელებისთვის წართმევა – ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი. ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და შემდეგ იმ კაბინეტიდან ქართველ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები