“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტი ჯერ არ არის დაწყებული. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ჩვენს სოციალურ მედია არხებს, სადაც იგი გამოცხადდება,”- ნათქვამია დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
დღეს არაბულმა ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Eagle Hills-მა საქართველოში, ორ პროექტში 5,5 მილიარდ ევროზე მეტი ($5,7 მლრდ) ინვესტიციის ჩადების გეგმაზე განაცხადა. ამის შესახებ არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი პროექტია თბილისში კრწანისის პარკი, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება და მულტიფუნქციური პროექტი იქნება საცხოვრებელი და კომერციული ფართებით.
ხოლო ბათუმში, გონიო მარინას პროექტი ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე განთავსდება და მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს.
Eagle Hills-ის თავმჯდომარემ მოჰამედ ალაბარმა თქვა, რომ საქართველო დეველოპერული მიმართულებით “უზარმაზარ პოტენციალს ფლობს“.
Eagle Hills-ი ბიზნესმენ მოჰამედ ალაბარის მიერ არის დაფუძნებული, რომელიც კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს. მოჰამედ ალაბარის დაფუძნებულია UAE-ს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties-იც, რომელიც Eagle Hills-ში 25%-იან წილს ფლობს.
Eagle Hills-ი აქტიურად არის ჩართული გლობალური პროექტების განვითარებაში, რა მხრივაც ალბანეთში, ბაჰრეინში, ხორვატიაში, ეთიოპიაში, უნგრეთში, იორდანიაში, ლატვიაში, მაროკოში, ომანში, სერბეთსა და UAE-ში საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.