საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ერთსულოვნად მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება.
“ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას. მე მინდა თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება, ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ.
მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაინის მიმართ, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება, მე ასევე მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასა და ბატონ შარლ მიშელთან ერთად და, რაც მთავარია, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის,” – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს