ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi $26 მლნ-ად იყიდება – ვინ არის მფლობელი?

ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi $26 მილიონად იყიდება. აღნიშნული ინფორმაცია უძრავი ქონების ყველა დიდი პლატფორმაზეა გამოქვეყნებული.
14 სართულისგან შემდგარი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, N111-ზე მდებარეობს.
„სასტუმროს 14 სართულს მოიცავს:
-1 სართული – პარკინგი – 600 კვ.მ;
G სართული – მისაღები – ლობი – 100 კვ.მ;
მე-2 სართული – ლობი ლაუნჯი, შეხვედრების ოთახი, ოფისები – 300 კვმ;
მე-3 სართული- კაზინო: I სართული – მისაღები, სათამაშო აპარატები, ბარი, ვიდეოკამერის ოთახი – 350 კვ.მ. II სართული – სათამაშო მაგიდები, VIP ოთახები, ბარი და ბუფეტი –650 კვ.მ;
მე- 4 სართული – სტაფის ოფისები – 100 კვმ;
მე-5 სართული – სპა, საცურაო აუზი, სასწავლო ცენტრი, ვერანდა, იოგას ოთახი, კარადები – 1000 კვ.მ;
მე-6 სართულიდან მე-12 სართულის ჩათვლით – 104 სასტუმროს ოთახი (4 სხვადასხვა კატეგორია) – 4000 კვ.მ;
მე-13 სართული – რესტორანი „ზურმუხტი“ – 500 კვ.მ (ქართული, ევროპული და ჩინური სამზარეულო) რეალური LIVE კაზინო – 1000+ კვ.მ ონლაინ კაზინო -1100+ კვ.მ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, სასტუმროს თამარ მაზიაშვილი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, კომპანიის წილის 70%-ის მფლობელი, ოზგურ ქურთია, ხოლო დარჩენილი 30%-ს ბინ ლიანგ ჰუანგი ფლობს.
BM.GE უფრო მეტი დეტალის გასარკვევად სასტუმროსთან დაკავშირებას ცდილობს და მეტი დეტალის გაგების შემდეგ, მასალა განახლდება.