ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, მ საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული.
“მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. იცით, პირველი გადაწყვეტილება როდესაც იყო მიღებული სა და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, რადგან იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მიღებული. თუმცა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს იმის სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული მომავალი ჰქვია. ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ გზაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში, იმ გადასადგმელ ნაბიჯებში, რომელიც აუცილებელი იყო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ეს პროცესი გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”