ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა – საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. მისი შეფასებით, კანდიდატის სტატუსი არის მწვანე შუქი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
“ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს და, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს ემიგრაციაში არიან საქართველოს. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ხელისუფლებამ ხალხის მხარდაჭერით შეასრულა ის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც ერქვა კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, შევასრულეთ პირობები, რომელიც ევროკავშირთან იყო შეთანხმებული. ეს არის პრაქტიკულად გადასვლა ბოლო მნიშვნელოვან ეტაპზე. საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც თავისი გულწრფელი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში,” – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე გასავლელი გზა ქვეყნისთვის რთული იყო.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ სთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს