თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია – თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. პოლიტიკოსის, პატიმარ ზურა გირჩი ჯაფარიძის პრეზიდენტ ყაველაშვილზე მძულვარებით აღსავსე წერილი მერამდენედ ამტკიცებს, თუ რა ამორფულ მდგომარეობაშია ნაცსექტა ოდენ საცოდაობაში ლეგიტიმური ზურაბიშვილის მეთაურობით