დავუმტკიცეთ საქართველოს პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებდა, მის პირობებში მონიჭებოდა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუმტკიცა ევროპელ პარტნიორებს, რომ დაიმსახურა, მისი ხელისუფლების პირობებში მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.
“ვულოცავ მთელს საქართველოს, მართლაც ემოციებისგან ძალიან გადატვირთულები ვართ. ვიმსახურებდით, როგორც მინიმუმ, უკვე ერთი წელიწადია. ყველანაირ შინა და გარე გამცემს და მტერს გავუძელით ჩვენი მეთოდური მუშაობით, დავუმტკიცეთ საქართველოს ნამდვილ პარტნიორებსა და მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას მოსახლეობისას, იმსახურებდა, რომ მის პირობებში მონიჭებოდა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი, რაც არ არის ჩვენთვის საბოლოო გაჩერება.
საბოლოო გაჩერება ჩვენთვის იქნება, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირის, თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ, ჩვენ და ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი, ამ სინერგიას ბოლომდე მივიტანთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება 2024-ის წლის ბოლო თვე, მაქსიმუმ, ალბათ 2025, ისე როგორც ეს განაცხადა შარლ მიშელმა, რომ მაქსიმუმ ეს არის 2030, ჩვენ მოვიპოვებთ იმ სანუკვარ ადგილს, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ. საქართველო იყო და არის ევროპა,”- აცხადებს ბექა ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები – ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი