მედია – სერბეთის პრემიერმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს, – ინფორმაციას Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Tanjug-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს