სერბეთის პრემიერი გადადგა სტუდენტთა გამოსვლების ფონზე

სერბეთის პრემიერმინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი გადადგა სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო.
თავიდან დემონსტრანტები მომხდარის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვდნენ, მაგრამ მოგვიანებით, როცა ხელისუფლებამ ეს არ შეასრულა, წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნები.
სტუდენტთა მოთხოვნებს შორისაა გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს