პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ჩართვის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) მიმართა. უფრო კონკრეტულად, დოლიძე ამბობს, რომ მისწერა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ევროპის განყოფილების დირექტორი, არის ცნობილი ექიმი ჰანს კლუგე და მე დღეს მივმართე, რომ ის სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. მას აქვს საშუალება, რომ შევიდეს, მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაეროს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია. ელემენტარული ჩარევაა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება.
მზია ამაღლობელის სიცოცხლე რამე პოლიტიკური აქტი ან ხუმრობა არ არის. მართლაც საგანგაშო ვითარებაა. მსოფლიოში ცნობილია, მათ შორის, ბრიტანეთში, რომ შიმშილობისას ადამიანი დაიღუპა და არ შეიძლება, რომ ჩვენი იმით, რომ ინფორმაცია არ ვიცით და იმით, რომ ვითომ მაგარი ბიჭების როლს თამაშობს ვიღაცა, ამ ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. ამიტომ, ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც დღეს აქვს ბერკეტები, სამედიცინო სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს ამ ვითარებაში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.
