დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ის ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით დააკავა.
“როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი”, – წერს კონგრესმენი X-ზე.
