ტატა ხვედელიანი – მივმართავთ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს – სასწრაფოდ გადაიყვანეთ მზია ამაღლობელი საავადმყოფოში და აცნობეთ საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია

პრივილეგირებული პატიმარი, როგორიცაა , უკვე მესამე წელია, სრულიად უარგუმენტოდ იმყოფება ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც ის იხდის სასჯელს შემსუბუქებულ პირობებში-ამ დროს კი სინდისის პატიმარი ქალი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და 17 დღეა შიმშილობს- ამის შესახებ პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია – “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ძალადობრივად უსწორდებიან მოქალაქეებს, მათ შორის მშვიდობიან დემონსტრანტებს, არც ერთი მოძალადე პასუხისგებაში არ არის მიცემული.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის სახელით, პოლიტიკური საბჭოს სახელით, ასევე, ქალთა ორგანიზაციის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას.
ეს სისხლის სამართლებრივი დევნა არის უსამართლო და არაპროპორციული! სიცოცხლისთვის საშიში და საფრთხის შემცველი მე-17 დღე დაიწყო!
პრივილეგირებული პატიმარი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, უკვე მესამე წელია, სრულიად უარგუმენტოდ იმყოფება ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც ის იხდის სასჯელს შემსუბუქებულ პირობებში. მის გამო იწვევენ კონსილიუმებს, ყიდულობენ მილიონიან აპარატურას, სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზიდან, სარგებლობს ყველა პრივილეგიით. ამ დროს კი სინდისის პატიმარი ქალი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და 17 დღეა შიმშილობს!
იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ძალადობრივად უსწორდებიან ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მშვიდობიან დემონსტრანტებს, და არც ერთი მოძალადე პასუხისგებაში არ არის მიცემული, ასეთი ბრალდებები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპებს.
მივმართავთ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს – სასწრაფოდ გადაიყვანეთ მზია ამაღლობელი საავადმყოფოში და აცნობეთ საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
მივმართავთ “ოცნების” ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას – მოვითხოვთ, უპირობოდ გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და ყველა სინდისის პატიმარი, რომელიც ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი“,- აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.