მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ ს ომი განიხილეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ -ის ახალ მთავრობასთან. ევროპას სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ბერბოკმა სატელეფონო საუბრის დროს.
მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ძლიერი ბლოკის მნიშვნელობა, უკრაინის წინააღმდეგ ს ომი, სიტუაცია სირიაში, ღაზას სექტორსა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი.
ამასთან, მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის საკითხზეც ისაუბრეს.