ჩვენი დელეგაცია შეაშფოთა ფართოდ გავრცელებულმა ზეწოლის კლიმატმა – PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოხსენება საპარლამენტო არჩევნებზე

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო ს შეფასების შესახებ მოხსენება წარადგინა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მაღალი პოლარიზებით, ისევე, როგორც მწვავე დაპირისპირებით, ერთის მხრივ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, მეორეს მხრივ, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის.
სესიაზე, მან წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის შეფასება მოკლედ წარადგინა:
“დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და ორმაგი ხმის მიცემის შემთხვევები განსაკუთრებით, სოფლად და ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევები იმ საარჩევნო უბნის თითქმის მეოთხედში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები იყვნენ.
საარჩევნო უბნების წინ ამომრჩევლის დაშინებამ, დევნამ და მათ მიმართ შესაძლო კონტროლმა გააჩნია შეგრძნება იმისა, რომ “დიდი ძმა გიყურებს საქართველოში”.
ჩვენი დელეგაცია შეაშფოთა ფართოდ გავრცელებულმა ზეწოლის კლიმატმა, ორგანიზებულმა დაშინებამ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს – განსაკუთრებით სოფლად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებმა.
ჩვენი დასკვნით, ამ საკითხებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და ნდობა მისი შედეგის მიმართ, ასევე ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმაცია.
არსებობდა სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, უზრუნველყოფილი იყო თუ არა საარჩევნო გარემო ზეწოლისა და დაშინებისაგან თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისათვის აუცილებელი პირობით”, – თქვა მან სესიაზე.
მასალა განახლდება
27 იანვრის სესიაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ასევე “ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს, საკითხზე კენჭისყრა კი ოთხშაბათს გაიმართება.
ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა EPP-ის ჯგუფის სახელით. მას ასამბლეის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის – საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი ;
პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ