ოპოზიციის მოქმედებები არის გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება – მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ოპოზიციის მოქმედებები არის გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება – მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ოპოზიციის მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს დღეს ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის თქმით, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული.
„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, ჩვენ ვიცით, რომ მათი მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, თუმცა, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც, მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის გარეთ, თუმცა თავისთავად ეს არის სამწუხარო, მაგრამ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე

ევროკომისიამ „კატარ გეითის“ ფარგლებში დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ. ის კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა – POLITICO

მანქანიდან გადმოვედი, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ, ერთ-ერთმა მითხრა ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი ჩამარტყა სახეში, ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. ძირს დავვარდი, ოთხი ადამიანი ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა