დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს პრობლემების დაძლევას

ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ მუდმივ შანტაჟს ოთხი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ეფექტი და ასე იქნება ახლაც.
„ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი გასული ოთხი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტიანი და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ

ევროკავშირის ელჩი აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა – თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელშია? გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას