სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონების დაზღვევის პროდუქტის შეძენა უკვე საქართველოს ბანკის მობაილ აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, პროდუქტის შეძენა საკმაოდ მარტივია, მობაილბანკის ქონების დაზღვევის ველში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემების შეყვანითა და დასტურით სასურველი პაკეტი შეიძინონ.
მათივე ინფორმაციით, „ალდაგის“ ქონების სრული დაზღვევა მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას მოიცავს. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.
„ალდაგის“ სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოჰყვება და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის. „ალდაგის“ სახლის დაზღვევის პროდუქტის შეძენა როგორც საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით, ასევე დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი,”- აცხადებენ “ალდაგში”.