მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომლის საქართველომ დამსახურებულად მიიღო –

პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სრულიად საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით:
“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომლის საქართველომ დამსახურებულად მიიღო. მინდა, ეს განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საჯარო მოხელეებს, ჯარისკაცებს, რომლებმაც საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით აჩვენეს კიდევ ერთხელ, რომ არის საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტორი. ასევე, მინდა, მივულოცო თითოეულ ქართველს, რომელიც თავის სფეროში აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კარგი. ჩვენ დღეს ვიმკით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც მათ შორის ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურა ეწეოდა. მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე, მინდა მივულოცო სა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საერთო ჯამში, ევროპული საბჭოს სხდომამ მოლოდინი სრულად გაამართლა. ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე, რომელსაც საქართველო საბოლოოდ შეუდგა,”- აცხადებ .

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში