ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ – ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
“14 დეკემბერი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ასრულდა ის ოცნება, რომელიც ჩვენ გვქონდა – ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. მე მინდა, ქართველ ერს, მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო ეს დიდი დღე, იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ერთად დგომით, ღირსებით და არა ცალფეხზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, დამსახურებულად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ბევრს არ სჯეროდა, ბევრი განსხვავებულ პოზიციებზე იყო, მაგრამ იმედია, დღეს წერტილი დაესვა იმ მავლენლობებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენი ოპოზიციისგან,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს