საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს აყენებს

ესტონეთი საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს აყენებს.
ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველოში კარგი ვითარება არ არის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი რამ, რასაც ესტონეთი სთავაზობთ, არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. არ ვსაუბრობ ხვალვე გაუქმებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა გავაგზავნოთ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს თავის ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. ჩვენ არ გვჯერა იმის, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება“, — განაცხადა ცაჰკნამ.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – “ლელომ” და „ალდემ“ მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტი – უნდა დაივიწყონ, რომ ვირეშმაკობით ქართველ ხალხს თვალებში ნაცარს შეაყრიან, ელისაშვილი მათი მერობის კანდიდატი იყო

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს