ესტონეთის ინიციატივაა დაიწყოს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესი

ესტონეთი საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოსთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაწყებას, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, ბრიუსელში ევროკავშირს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
“საქართველოსთან დაკავშირებითაც გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ საქმე კარგი მიმართულებით მინდის, ევროპას შეუძლია მეტის გაკეთება და ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყების ინიციატივა. არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მთავრობას, რომელიც დღეს არის საქართველოს სათავეში, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეიცვალონ კურსი“, – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მას ასევე ჰკითხეს გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, ასევე პროდასავლურ აქციებზე სხვა დაკავებულებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიზე თავდასხმის შესახებ და იქნება თუ არა რეალური ზომები ამ მიმართულებით.
“ვფიქრობ, გვექნება რეალური ქმედებები, ესტონეთის მხრიდან. ჩვენ ძალიან, ძალიან ვიჭერთ მხარს საქართველოს ხალხს და ვიცით ის ყველაფერი რაც ახლა ახსენით, რომ იქ ეს ხდება, ამიტომ დაუჯერებელია, რასაც საქართველოს მთავრობა ლაპარაკობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ცაჰკნამ.
გასულ კვირას ევროკავშირის ელჩებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით უნგრეთი და არ აპირებენ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირონ. თუმცა, ეს არ იმოქმედებს შედეგზე, რადგან მის მისაღებად საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.
პროცესი მოჰყვა საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო ს შედეგებს, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი ; პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
სანქციების პოლიტიკა დაიწყო გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამაც.
ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის გეგმავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ურთიერთობები უკვე შეჩერებული აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა