ბელარუსის ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკო ხმების 86,82%-ით ლიდერობს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს, – ბელარუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ -ს თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ ბრიფინგზე განაცხადა.
კარპენკოს ინფორმაციით, რეგიონული და მინსკის საქალაქო კომისიების წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 86,82%-მა მისცა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოლეგ გაიდუკევიჩმა ხმების 2,02%-ი მიიღო, ანა კანოპაცკაიამ – 1,86%-ი, სერგეი სირანკოვმა – 1,74%-ი, ყველას წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 3,60%-მა მისცა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 85,70 %-ი შეადგინა. ამასთან, 21-25 იანვარს გამართულ ვადამდელ კენჭისყრაში აქტივობამ 41,81 %-ი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო