“ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ – არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, სჯე­რა, რომ გრენ­ლან­დი­ა­ზე კონ­ტროლს მო­ი­პო­ვებს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.
“ვფიქ­რობ, გვექ­ნე­ბა“, – გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს და დას­ძი­ნა, რომ კუნ­ძუ­ლის 57 000 მა­ცხოვ­რე­ბელს აშშ-სთან ყოფ­ნა სურს.
“ვფიქ­რობ, ხალ­ხს სურს ჩვენ­თან ყოფ­ნა. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა პრე­ტენ­ზია აქვს და­ნი­ას მას­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან არა­მე­გობ­რუ­ლი ქმე­დე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ამას არ და­უშ­ვე­ბენ, რად­გან ეს კეთ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს და­სა­ცა­ვად. ვფიქ­რობ, გრენ­ლან­დი­ას მი­ვი­ღებთ, რად­გან ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან. მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ ვართ ის, ვი­საც შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მათ არ შე­უძ­ლი­ათ“, – გა­ნაგ­რძო ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ