“უსაფრთხოების სამსახურის ქმედითუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებითაც დასტურდება” – პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს მოუსმინეს.
„შეხვედრაზე, ნდობის ჯგუფის წევრებმა, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რასაც უწყება ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ ახორციელებს. ასევე, დეტალურად იყო განხილული ის ნაბიჯები, რომლებსაც სამსახური უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის და მათგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, პრევენციისა და ნეიტრალიზაციისთვის დგამს “, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა და ნდობის ჯგუფის ფორმატში, სხვადასხვა საკითხზე, მნიშვნელოვანი მოსმენები იმართება.
„სამსახურის საქმიანობა არის წარმატებული და ჩვენი მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებს. უსაფრთხოების სამსახურის ქმედითუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებითაც დასტურდება“, – აღნიშნა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ნდობის ჯგუფის წევრებმა: ალექსანდრე ტაბატაძემ და ანრი ოხანაშვილმა მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ – დავით მათიკაშვილი

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში