ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძეს ვერანაირი მილოცვა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას

ირაკლი კობახიძეს ვერანაირი მილოცვა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის მილოცვას.
როგორც კუპრაძე განმარტავს, ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს.
„არაფერს ნიშნავს იმ მარტივი მიზეზის გამო, ეს გაყალბებულია და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. დღეს, „ქართული ოცნება“, როგორც რუსული რეჟიმი, კანონგარეშე მოცემულობაში იმყოფება, რომელთა თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურორები დასანქცირებული არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს მოცემულობა ერთადერთ დასკვნას დებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს და ვერ ეყოლება, სანამ ახალი არ ჩატარდება და დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების პირობებში არ გადაწყდება ვინ არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი”,- განაცხადა კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია