გილოცავთ ისტორიულ დღეს, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, მიღწეული პროგრესის აღიარებაა – ილია დარჩიაშვილი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეხმაურება.
როგორც დარჩიაშვილი წერს, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარებაა.
“საქართველო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება რეალობად აქციოს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე!” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი