პარლამენტის მიმართულებით რამდენიმე მარში მიმდინარეობს

პარლამენტის მიმართულებით რამდენიმე მარში მიმდინარეობს. „შეწყვიტე ძალადობა!“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ „ფსიქოლოგები ხალხის სამსახურში“, „მოუსმინე ხალხის ხმას”, „ხალხი ითხოვს სამართალს”, – ამ ლოზუნგებით თსუ-ს პირველი კორპუსიდან ფსიქოლოგები მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.
მომიტინგეები პერიოდულად სკანდირებენ: „შეწყდეს წამება”.
პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე „ფასებით უკმაყოფილოთა” მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
ამასთან, კიდევ ერთი მსვლელობაა კოსტავას გამზირზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამართული აქციის შემდეგ, მარშის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, – ისმის შეძახილები.
პარლამენტთან უკვე მივიდნენ მიხა ხელაშვილის სახელობის მარშის მონაწილეები.
დღეს, დღის განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე მარში გაიმართა. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში. ასევე, იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა – „მუსიკალური აქცენტები“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს