აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა – ზელენსკი

აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, -ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა.
„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება მ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.