არაერთი მსახიობი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა კანვასის ტრენინგებს და ახლა, როგორც ჩანს, მათი სცენაზე გამოსვლის ჯერი მოვიდა – ბოჟაძე

ალბათ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ გარედან დაკვეთა და დაფინანსება ექნებათ. თუმცა, ტრამპმა შეწყვიტა ყველა საგარეო დაფინანსება და ეს რა თქმა უნდა შეეხება საქართველოშიც სამოქალაქო და მედიის იმ ნაწილსაც, ვინც პირდაპირ და ღიად იყო ჩართული რადიკალურ პროცესებში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ოპოზიცია ემზადებოდა არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის. მათ ვერავინ დაარწმუნეს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. შემდეგ იყო 28 ნოემბრის პრემიერის განცხადება, აქაც თითქოს ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების მიზეზით განაახლეს აქციები და მიჰყვებიან „მაიდანის“ სცენარს.
არაერთი მსახიობი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა კანვასის ტრენინგებს და ახლა, როგორც ჩანს მათი სცენაზე გამოსვლის ჯერი მოვიდა. პერფორმანსი თბილისში იქნება თუ რეგიონებში, ამ გეგმის ნაწილია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვის სახელსა და ვის პროფესიასაც არ უნდა ამოეფაროს რადიკალური ოპოზიცია, სწორედ ისინი აფინანსებენ და აორგანიზებენ იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?