ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია

მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
„ჩვენ ყველა მძევლის, მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცების დაბრუნებას ვაპირებთ“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში დღეს „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი – კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!