პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება