პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაციის შექმნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია. მან ამის შესახებ BMG-ს კვირის დასაწყისში განუცხადა.
საქმე ისაა, რომ BMG-ის ინფორმაციით, საქართველოში “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული BMG-ს თავად ბიზნესმენმა 24 იანვარს დაუდასტურა.
