კომაროვის სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმძღვანელებმა VII საერთაშორისო ოლიმპიადაზე 12 მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმძღვანელებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადაზე (impact 2025) 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გუნდურ შეჯიბრებაში კომაროვის სკოლის გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ოლიმპიადა ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკური ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სკოლის 400-ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო.
სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:
· ივანე თოფურია, ინფორმატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი, აბსოლუტური პირველი ადგილი და აბსოლუტური შედეგი (400 ქულა 400-დან);
· ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
· ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;
· დაჩი ჭოტაშვილი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი;
· ლუკა თვალავაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი;
· გიორგი გრიგოლია, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ოქროს მედალი;
· ვახტანგ კურცხალია, ფიზიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;
· გიორგი ლომიძე, ფიზიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;
· გიორგი კეკენაძე, მათემატიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
· თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
· გიორგი ჩხიკვაძე, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;
· ნიკოლოზ მალცევი, ფიზიკის ოლიმპიელთა მწვრთნელი – ბრინჯაოს მედალი.