ვფიქრობ, ტრამპიც რეალისტია… მთავარი მესიჯი, რაც მის ინაუგურაციაზე გავიგე, იყო ის, რომ ძლიერ ამერიკაზე საუბრობს. როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7-მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია, უეცრად დასავლეთს გადაუხვიოს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნდეს? რას აკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა დაკეტილია ამერიკული ფლოტისთვის? ასე რომ, არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი ზოგიერთი იდეოლოგიის მიმართ სიმპათიების მიღმა უნდა დაუპირისპირდეს.