Anonymous – საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს – ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის – თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, ს მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომელიც Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ განხორციელდა, მოიცავდა საგადასახადო აპარატებში შეღწევას, რაც პირდაპირი „მესიჯი“ იყო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.
ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.
საქართველოს ხალხს: ადექით, წინააღმდეგობა გაწიეთ და თავისუფლება დაიბრუნეთ. მარტონი არ ხართ ამ ბრძოლაში.
გაუმარჯოს საქართველოს,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: ასეთი დაბალი აქტივობა არჩევნებს არ ახსოვს, ნორმალურ დასავლური ტიპის კანონმორჩილ ქვეყანაში, ასეთი დაბალი აქტივობა, გახდებოდა იურიდიული საფუძველი არჩევნების გაუქმებისა

შალვა პაპუაშვილი – ეს დღეები „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის – მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს