“ეს პოლიციელი დამემუქრა დაკავების შემდეგ” – ვის ასახელებს შუშანა მაცაბერიძე

შუშანა მაცაბერიძე, რომელიც 12 დღიანი პატიმრობიდან დღეს საღამო გათავისუფლდა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში იმ პოლიციელის ვინაობას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, მანქანაში დაემუქრა.
დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში რომ ვისხედით, მარცხნივ მჯდომი პოლიციელი გიორგი კვესეიშვილი დამემუქრა, არ ისვენებო, არც თბილისში ისვენებ, აქაც ჩამოხვედი, არც აქ ისვენებო, ამიტომ შენ ახლა სამაგალითოდ დაისჯებიო და მერეც თუ არ მოისვენებ, სამაგალითოდ დაისჯებიო. რავიცი, მიყუროს აბა გიორგი კვესეიშვილმა, რას ვიზამ. ამ ენერგიით, ორი გადაბმული პიკაპით შეიძლება მიხილოს რუსთაველზე და მერე ნახოს ვინ შეაშინა მისმა მუქარამ. იქით უნდა ეშინოდეთ ჩვენი, ჩვენ მაგათი არ გვეშინია”, – განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ.
შუშანა მაცაბერიძე დღეს საღამოს გაათავისუფლეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან. მან ს იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი წიგნაძე: ყველამ ვიცით, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი უაღრესად უნიათო ოპოზიციის ბრალია – ოფისებში იყვნენ შეკეტილები და ეგონათ გამარჯვება თავზე დაეცემოდათ, მაშინ როცა საარჩევნო უბნებზე უნდა ერბინათ და ყველა გზებით ებრძოლათ, რომ ან არ მიეცათ ოცნებისთვის გაყალბების საშუალება