“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს” – მიშელი

“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს.
ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. #EUCO-მ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როგორც კი მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.
იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის.
The European Council has decided to open accession negotiations with Ukraine & Moldova. #EUCO granted candidate status to Georgia. And the EU will open negotiations with Bosnia and Herzegovina once the necessary degree of compliance with the membership criteria is reached and… — Charles Michel (@CharlesMichel) December 14, 2023